პრემიერი დევრიშაძის საქმესთან დაკავშირებით: როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებები ამუშავებენ ახალ ინიციატივას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენცია გავუკეთოთ მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებს

ის ფაქტები, რაც ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ, როგორც ჩანს, კანონმდებლობაში გვაქვს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დახვეწას – ეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დევრიშაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩემი შეხედულება ამ საკითხზე ცნობილია. როდესაც ხარვეზი არის, ის უნდა აღმოფხვრა არა, ვთქვათ, ადმინისტრაციულ რეჟიმში, არამედ საკანონმდებლო ინიციატივით, თუ ეს არის ობიექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ამ კუთხით, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებები ამუშავებენ ახალ ინიციატივას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პრევენცია გავუკეთოთ მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები