მამუკა ბახტაძე: არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის როლს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საზოგადოებრივი კონტროლის კუთხით.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა და ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს აქვს უნიკალური როლი და ამ მიმართულებით ჩვენი კომუნიკაცია იქნება ინტენსიური. ამის გაკეთებას აუცილებლად ვაპირებთ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები