შალვა თადუმაძე: პროკურატურა უნდა ჩამოყალიბდეს კანონის ფარგლებში ღია სახელმწიფო ინსტიტუტად და პროკურორი უნდა იყოს თავდაჯერებული, რასაც მისი კვალიფიციურობა განსაზღვრავს

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას -საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი.

თადუმაძის თქმით, მას აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები როგორც ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად, ისე ნსამართლიანობის აღდგენის მიმართულებით: „იმ ფონზე, რა გამოწვევაც არსებობს დღეს საქართველოს პროკურატურის მიმართ, სამწუხარო რეალობაა, ეს არის საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და მეორე ესაა, ის მოლოდინი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგემლი. მაქვს მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება განხორციელდეს ღონისძიებები ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენის კუთხით, მეორეს მხრივ საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოყალიბების. გეგმის მიზანია, ჩამოყალიბდეს ღია სახელმწიფო ინსტიტუტი, ვგულისხმობ ერთის მხრივ პროკურატურას, რომელიც საზოგადოებისთვის ღიაა იმ კანონის ჩარჩოებში, რაც დადგენილია,რა შესაძლებლობასაც კანონი იძლევა, ეს ღიაობა აუცილებელია, პროკურორი უნდა იყოს თავდაჯერებული თავის გადაწყვეტილებებში და თავდაჯერებულობა ეს არის ერთის მხრივ კვალიფიციურობა და მეორეს მხრივ მხარდაჭერა მისი გადაწყვეტილებების იმიტომ, რომ პროკურორს არაფერი აქვს გადაწყვეტილებებზე საზრუნავი გარდა იმისა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს კანონით და მტკიცებულებით. თუ ეს ორი ეს ორი კომპონენტი გამოყენებული აქვს მას თავის გადაწყვეტილებაში, ის უნდა იყოს თავდაჯერებული, რომ ნებისმიერ დონეზე ის იქნება დაცული და უზრუნველყოფს იმას, რომ პროკურატურა იქნება სამართლიანი,ერთის მხრივ შიდა უერთიერთობებში და ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტია პროკურორისთვის, ეს არის, რომ დამნაშავეს მოქეცევა სამართლიანად.თუ ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული, ბუნებრივია მაშინ პროკურატურას ექნება მაღალი ნდობის ხარისხი და მაშინ პროკურატურა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის განცდას. ვფიქრობ, ეს მარტივი მისაღწევი იქნება, თუ პროკურორები, როგორც ერთი გუნდი, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორი საქმიანობის წესით უნდა გააგრძელონ მუშაობა“,-განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს შეარჩია. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა, საბჭომ ორი კანდიდატურიდან შეარჩია მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები