შალვა თადუმაძე: ზუსტად ვიცი, რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს პროკურორსა და ადვოკატს შორის

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, საკმაოდ დიდი საადვოკატო გამოცდილებიდან გამომდინარე, იცის, თუ რა ურთიერთობები უნდა არსებობდეს პროკურორსა და ადვოკატს შორის.

თადუმაძის შეფასებით, პროკურორსა და ადვოკატს შორის თანამშრომლობა, საქმიანობის წესის ჩამოყალიბება და ეთიკური ნორმების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია:

„არ მიმაჩნია, რომ იმაზე მეტი ურთიერთობა უნდა არსებობდეს, ვიდრე კანონითაა უზრუნველყოფილი. გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივად ეს ორი დაპირისპირებული მხარეა მაინც სასამართლო დარბაზში და ეს დაპირისპირებები ხშირ შემთხვევაში სასამართლო დარბაზში ძალიან მკვეთრი და მწარე დაპირისპირებებია, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს ნაწილშიც არასოდეს დარბაზის გარეთ პროკურორსა და ადვოკატს შორის ურთიერთობაზე ეს არ ასახულა. მიმაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში, და განსაკუთრებით 2012 წლიდან, საკმაოდ კარგი ტრადიცია ჩამოყალიბდა ადვოკატთა ასოციაციასა და მთავარ პროკურატურას შორისთანამშრომლობის. ვფიქრობ, პროკურატურის ნაწილშიც გასატარებელია ის

ღონისძიებები განგრძობადი განათლების კუთხით, რა ღონისძიებებიც ადვოკატთა ასოციაციაში არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება ერთიან ფორმატშიც იქნას განხილული იმისთვის, რომ ადამიანური ურთიერთობები ამ პროფესიებს შორის ჩამოყალიბდეს. მიმაჩნია, რომ ეს არის ორი მაღალი ინტელექტის მქონე პროფესია, რომლებიც მონაწილეობენ ისეთ უმაღლეს დონეზე საქმის განხილვებში, როგორიცაა უზენაესი სასამართლო. ამიტომ, მიმაჩნია, მათი ურთიერთობა, თნამშრომლობაა, საქმიანობის წესის ჩამოყალიბება, ეთიკური ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,-განაცხადა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე შესარჩევ ეტაპზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს შეარჩია.

4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა, საბჭომ ორი კანდიდატურიდან შეარჩია მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები