რა გამოცდილება აქვს შალვა თადუმაძეს, რომელიც საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შეარჩია

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
როგორც ირკვევა, თადუმაძეს იურისტის პროფესიით მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. უფრო კონკრეტულად, თადუმაძე იურიდიული პროფესიით 17 წელია მუშაობს, აქედან 11 წელი საერთო სამართლის ადვოკატი იყო, ასევე მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებებში.
შალვა თადუმაძე 6 წლის განმავლობაში, მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო რეფორმაში უშუალოდ იყო ჩართული.
„მე გახლავართ პროფესიით იურისტი, 17 წელი ვმუშაობ იურიდიული პროფესიით, აქედან 11 წელი ვმუშაობდი საერთო სამართლის ადვოკატად, მათ შორის მონაწილეობას ვიღებდი სისხლის სამართლის საქმის წარმოებებში და უფრო შირად სისხლის სამართლის საქმის წარმოებებში, 6 წელი ვმუშაობ მთავრობის ადმინისტრაციაში, 6 წელი ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი.უკანანსკნელი 3 თვე ვარ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა ფორმატში, როგორც ექსოფიციო, სხვადასხვა რეფორმის ჯგუფებში და ამ ნაწილს არ ჩამოვაყალიბებ გამომდინარე იქედან, რომ თანამდებობრივად მეკუთნოდა, თუმცა არათანამდებობრივი კუთვნილებიდან გამომდინარე, ვმონაწილეობდი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ვმონაწილეობდი კომისიის მუშაობაში, რომელმაც შეიმუშავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი რედაქცია, გარდა ამისა, ვმონაწილეობდი სამუშაო ჯგუფში, რომელიც წინასასამართლო პრობაციის სისტემაზე მუშაობდა, ამ პროცესში მთავარი პროკურატურაც ჩართული იყო. ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ 6 წლის მანძილზე პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროსგან განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო რეფორმაში უშუალოდ ვმონაწილეობდი თანამდებობიდან გამომდინარე.კარგად ვიცი, რა რეფორმები ხორციელდებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, ან საპროკურორო საქმიანობასთან“,-განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე შესარჩევ ეტაპზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს შეარჩია. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა, საბჭომ ორი კანდიდატურიდან შეარჩია მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები