ჭუბერში დროებით ხიდზე მძიმე ტექნიკის გატარება მიმდინარეობს

0

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, დროებითი ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკის გადაყვანა შესაძლებელი გახდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მარცხენა სანაპიროზე სრულყოფილად განხორციელდება.

მათივე ცნობით, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე 5 ლოკაციაა განსაზღვრული, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი