ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რაჭაში, ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმე არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები