თბილისის ზღვაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
„ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ჯგუფი თბილისის ზღვაზე გავიდა, სადაც მოქალაქე სახლართი ტიპის ბადით ახდენდა თევზჭერას. დაილუქა სახლართი ბადე და გასაბერი ნავი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები