ჭუბერში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისეებს იმერეთიდან შეუერთდნენ

ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისეებს იმერეთიდან შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად დაასუფთავეს.
5 ივლისს, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკრას ადიდებამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, დაინგრა სახლები, გზები და ხიდები. ამ წუთებამდე სტიქიასთან საბრძოლველად სახელმწიფო ყველა არსებულ რესურსს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები