ზაზა გაბუნია იაპონელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ იაპონიაში მომხდარი წყალდიდობის გამო საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იაპონიაში შექმნილი რთული ვითარების და იმ დანაკარგის გამო, რაც იაპონელმა ხალხმა განიცადა წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვით. ამ მძიმე წუთებში მიიღეთ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენი ქვეყანა მადლიერია იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც იაპონელი ხალხი წლების მანძილზე იჩენს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ამით გაჩნდა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენს რეგიონებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ათასობით ბავშვისა თუ ოჯახისათვის~, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები