“თი-ბი-სის” თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

“თი-ბი-სი” ბანკის  ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და  4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად  500 გამარჯვებული გამოვლინდება.

Ti Transfer-ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

  • შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;
  • დააჭიროთ „+” ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);
  • მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;
  • დაადასტუროთ გადარიცხვა;
  • მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.
  • „მიიღე თანხის” ღილაკის დაჭერის შემდეგ თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

თი ბოტი “თი-ბი-სი” ბანკის ჩათ ბოტია, რომლის  საშუალებით  მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები