ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება უკვე მოახერხეს. ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება, რომ არ მოხდეს მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული. ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული და ადგილზე ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები