მარტვილში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამეგრელო – ზემო სვანეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 10 კუბურ მეტრამდე, წიფელის სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სატვირთო ავტომანქანა დაილუქა.მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. დანაშაული შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები