რიმა ბერაძე: ნუ მოვახდენთ გენგეგმის თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია ცდილობს საზოგადოების წინაშე გენგეგმასთან დაკავშირებული პროცესები უარყოფითად წარმოაჩინოს.
„როდესაც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მისამართით ჩვენს მმართველ გუნდს კონკრეტული შენიშვნები გვქონდა, საკრებულოს ოპოზიციაც ამ შენიშვნებს იზიარებდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ამ ხარვეზების გამოსწორება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც სასიხარულო იქნებოდა. ყველაზე მთავარი ჩემი აზრით არის ის, რომ ზონირების საკითხი, რომელიც კანონმდებლობას იყო აცდენილი, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოყვანილი. ასევე უმნიშვნელოვანესია ის, რომ კერძო საკუთრების შესახებ რეკომენდაციები სათანადოდ არ იყო გაწერილი. დღეს „სითი ინსტიტუტი“ ამბობს, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები გენგეგმის პროექტში სრულად არის ასახული“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, გენერალური გეგმა ცოცხლი დოკუმენტია, რომელზე მუშაობაც და მასში ცვლილებების შეტანა სისტემატურად იქნება საჭირო.
„ეს ქალაქი არის ჩვენიც და თქვენიც, ჩვენო ოპოზიციონერო კოლეგებო. მოდით ნუ მოვახდენთ გენგეგმის თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას“, – მიმართა ოპოზიციას რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები