თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
„ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთი (პარლამენტი) მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს და ჯგუფის წევრებს. კონფერენცია ეძღვნებოდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის თავს. საქართველო, როგორც ისრაელის სახელმწიფოს განსაკუთრებული მეგობარი, მონაწილეობდა სპეციალურ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც სულ სამი ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული. დისკუსია შეეხებოდა პარლამენტების როლს ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერის და პოზიციონირების კუთხით. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან კარგი თანამშრომლობა. ბოლო წლებში, ასევე გაძლიერდა პარლამენტებს შორის ურთიერთობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტენსიური კავშირები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გასაძლიერებლად”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები