დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთის დღის ცენტრი მოინახულა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაბა კაზრეთის დღის ცენტრი მოინახულა და ერთ-ერთ ბენეფიციარს 80 წლის იუბილე მიულოცა.
დაბა კაზრეთში დღის ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ღირსეული სიბერე” ფარგლებში დაფუძნდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, საქმიანობის გაგრძელების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღის ცენტრი მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული საბჭოს წევრებმაც მოინახულეს. ცენტრი ყოველდღიურად 130 მენეფიციარს ემსახურება.
“როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლიდან, დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს. ამ ცენტრში მთელი დღის განმავლობაში იკრიბებიან ხანდაზმულები დაბიდან და მიმდებარე სოფლებიდან. პროექტის მდგრადობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მიმდინარე წლის დასაწყისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მერიამ აიღო ვალდებულება პროექტს “ღირსეული სიბერე” , ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყოველთვის მზად არის მხარში ამოუდგეს ხანდაზმულებს”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები