სალომე ზურაბიშვილი: არასრულწლოვნები გამოკითხვისას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ

„დღევანდელი ჩვენებებიდან მძიმე სურათი გამოიკვეთა“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სხდომაზე არასრულწლოვანების გამოკითხვას ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხვისას დეტალებზე არ საუბრობენ.
“მოწმეები ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ და ძირითად საკითხებზე არის ასეთი პასუხები. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ. უნახავთ თუ არ უნახავთ რა მოხდა, ამის თქმა რთულია, თუმცა თავს არიდებენ დეტალებზე საუბარს. ისინი აცხადებენ, რომ საპირფარეშოში არაფერი მომხდარა, ყველა მეგობრები არიან, დაჭრის მომენტზე კი ამბობენ, რომ არ უნახავთ სხვადასხვა მიზეზების გამო, რადგან ე.წ. კაპიუშონი მქონდა თავზე ჩამოფარებული და ვერაფერს ვხედავდიო, ხან იდაყვი მომხვდა, გავითიშე და ვერაფერს ვხედავდიო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ორი არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები