ირაკლი ზარქუა: ახალი გენგეგმის სახით საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი გვექნება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საკრებულოს ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებდა გენერალური გეგმის პირველადი პროექტი მიეღო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„ჩვენ ის გენგეგმა არ მივიღეთ, რადგან დოკუმენტში იყო ნიუანსები, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი და ქალაქის განვითარებისთვის მიუღებელი იყო. ამის შემდეგ გენგეგმის პროექტი დაიხვეწა. მათ შორის ზონირების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა. ასევე, დაიხვეწა უფლებრივი საკითხები და დოკუმენტში ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზებია ასახული. უფრო მეტსაც გეტყვით, რუკაზე არც იყო დატანილი რეალურად არსებული გამწვანებული ტერიტორიები. სწორედ ამიტომ შეიქმნა შვიდი თემატური რუკა, სადაც ყველა გამწვანებული ტერიტორიაა დატანილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ახალი გენერალური გეგმის სახით საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული, ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები