თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა

თბილისის 19 საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ბლოკში არსებული გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტროტექნიკის შესყიდვა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„ქურების ჩანაცვლების რეკომენდაცია გაიცა „ყაზტრანსგაზის“ ექსპერტების მიერ, რომლებმაც სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს სამზარეულოს ბლოკები ყველა იმ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ჯერ კიდევ გაზქურებით სარგებლობდნენ. ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები