ანაკლიის საზაფხულო ბანაკში უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულე დაისვენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში, მიმდინარე წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.
20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის საზაფხულო ბანაკში აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელგიაში, გერმანიაში, თურქეთში, ნიდერლანდებში, უკრაინაში, საფრანგეთისა და ისრაელში მცხოვრები 144 თანამემაულე მოზარდი დაისვენებს.
„პროგრამაში მონაწილეობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოზარდებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისტორიული სამშობლო, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომელშიც, ტრადიციულად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები