თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10–12 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 10 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +31, +36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, 11 – 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.
თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10 ივლისს +36, 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები