მძიმე ტექნიკა პანელური ხიდის საშუალებით ჭუბერის მარცხენა სანაპიროს სოფლებშიც შევა

ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჭუბერის საგანგებო შტაბი ავრცელებს.
„დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. სპეციალური სანათების საშუალებებით ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს“,- აცხადებენ შტაბში.
ჭუბერში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში იღებენ მონაწილეობას.
სტიქიით დაზარალებულებთან ერთად საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჭუბერის თემის ყველა მოსახლეს ურიგდება.
სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები