“ბავშვი დამიჩეხა” – ბათუმში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაული მეზობელმა ჩაიდინა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.
“ჩემ შვილს უთქვამს ბავშვს რატომ სცემო, მობრუნებულა ამ კაცის სიძე ამოუღია დანა, პირდაპირ ამოარტყა და ბავშვი დამიჩეხა კარის მეზობელმა”, – აცხადებს დაჭრილის დედა
​დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები