თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები