ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ჭუბერში პანელური სამხედრო ხიდის მონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი სპეციალური სანათების საშუალებით გვიან ღამემდე გაგრძელდება. ხიდის აწყობის შედეგად შესაძლებელი იქნება მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკის გადასვლა.
სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში 60 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა. მიმდინარეობს აღდგენითი და მდინარის ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური სანათების საშუალებებით იმუშავებს.
სტიქიის ზონაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები, ჭუბერის აბონენტების ნახევარზე მეტისთვის ელექტრომომარაგება აღდგენილია.
სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომომადგენლები და მოხალისეები, რომლებმაც დღეს გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები