სოფიო ქაცარავა: კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზა სამშვიდობო პოლიტიკაა

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.
„კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზა სამშვიდობო პოლიტიკაა, რასაც მთავრობის ახალი ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ადასტურებს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების, ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. იგი წარმოადგენს სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაბიჯს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორობის ურყევ მხარდაჭერას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით სისტემატური დისკრიმინაციისა და ადამიანებზე ზღვარგადასული ძალადობის ფაქტები აღნიშნა.
„მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობის შესახებ”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები