აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა დიდ ბრიტანეთში, კონფერენციაში – „კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობა” მონაწილეობას მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დიდ ბრიტანეთში, კონფერენციაში “კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობა” მონაწილეობას მიიღებენ.
კახა კუჭავა კონფერენციის პანელური დისკუსიის – „პარლამენტის როლის გაძლიერება კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიმართულებით” ფარგლებში, საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, აკაკი ზოიძე და კახა კუჭავა შეხვედრებს დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში გამართავენ.
საერთაშორისო კონფერენცია ვესტმინსტერის ფონდის მიერ არის ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები