ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებულის დედა – ვთხოვ შსს-ს გამოიძიოს ეს საქმე, გამაგებინოს პასუხი

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამოიძიოს ეს საქმე კარგად და გამაგებინოს სწორი პასუხი. ერთი ეგ მაინტერესებს.. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის… დილით 7 ივლსის დამირეკა დილით, მოვიკითხე როგორ ხარ-თქო, მითხრა მე ძალიან კარგად ვარო, ძალიან დიდი უბედურობა მოხდაო, ტურისტები დახოცესო.. ეგ იყო ჩვენი საუბარი“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში ბრალდებულის დედამ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები