გია გაჩეჩილაძე: თუ საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა, ძალიან ბევრი ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდება თბილისში

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თუ საკრებულო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს, ეს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში თავის როლს შეიტანს. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ გვინდა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, კარგი რამე მოხდა ამ მიმართულებით – მერიამ მიიღო, თუმცა საკრებულოს აქვს დასამტკიცებელი თბილისის გენგეგმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დუკუმენტია. თუ ეს საკრებულომ დაამტკიცა, მაშინ ძალიან ბევრი ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდება თბილისში, ანუ გამწვანებული ზონები, რომლებიც თავის როლს შეიტანს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გარკვეული ნაბიჯები ავტოტრანსპორტთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია, ეს პარლამენტმა გააკეთა, როდესაც ჩვენ შეღავათები მივეცით ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მანქანაების შემოყვანაზე და ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო რა თვალსაზრისით – 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულ მანქანებში 50 % არის უკვე ჰიბრიდული და ელექტრომობილები. ანუ ჩანაცვლების პროცესი ნელ-ნელა წავა“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. დოკუმენტი საკრებულოში განსახილველად შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები