შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კარიერის დაგეგმვის ცენტრის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კრიმინალისტიკით და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ეწვივნენ.

ვიზიტი კარიერის დაგეგმვის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა პროფესიონალი ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით, იმიტირებული შემთხვევა გამოიძიეს. ვიზიტის განმავლობაში, ახალგაზრდები ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის სპეციფიკას, მათ სამუშაო გარემოსა და პირობებს გაეცნენ.

ღონისძიების მიზანი იყო სამართლის სფეროთი და კრიმინალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, სამომავლოდ, ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიის არჩევის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის დეტალურად გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები