ხორვატია-რუსეთის მატჩის ტრანსლირებისას, ბათუმში, „ანბანის კოშკთან“ ინციდენტი მოხდა

ბათუმში,“ ანბანის კოშკთან“, გუშინ, გვიან ღამით, რუსეთ-ხორვატიის ფეხბურთის მატჩის ყურებისას, რუს და ქართველ გულშემატკივარს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს რუსმა ტურისტებმა შეატყობინეს და განაცხადეს, რომ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა, ეკა ჭითანავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გუშინ რუსეთი-ხორვატიას მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია, იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. “My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას, როგორც გავიგე, რუსი იძახდა, ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით, ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, -წერს ჭითანავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები