„ჭუბერში ჩასატარებელი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჭუბერში ჩასატარებელია მთელი რიგი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული თავდაცვის ტექნიკის გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდა. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციის მეასე მუხლის თანახმად, არის ჩანაწერი, რომ სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ის ამ გადაწყვეტილებას, დასამტკიცებლად, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

„შესაბამისად, ჩვენ დღეს გვჭირდება, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცოს. ასეთ საკითხები, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ნოემბრიდან ძალაში, უფრო მარტივად დაარეგულირებს ასეთ საკითხებს, თუმცა დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ შეკრება აუცილებლად გვჭირდება. ინიციატივას რაც შეეხება, ბუნებრივია, პრეზიდენტს დამოუკიდებლად ეს აზრი ვერ წარმოეშვებოდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ასევე, თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო სამხედრო ტექნიკის გამოყენება. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა პრეზიდენტს და შემდეგ მოჰყვა ამ ყველაფერს პრეზიდენტის გადაწყვეტილება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები