ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა

ამერიკის მეგობართა კლუბმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს საზეიმო სიტყვით მიმართა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის გაფრთხილებასა და მუდმივად დაცვის საჭიროებას გაუსვა ხაზი: ”ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა პარტნიორთან გვაძლიერებს და ჩვენც ვაძლიერებთ მეგობრებს. ქვეყნებს შორის მეგობრობას ქმნის ბევრი საერთო ინტერესის ქონა. ამ საღამოს, უამრავი მეგობრის გარემოცვაში ვართ, რაც გვახარებს. საქართველოსაც სხვადასხვა დროს უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. ჩვენ, საქართველოს დიდი ხანია გვერდით ვუდგავართ ამ საქმეში და დღემდე მხარს ვუჭერთ საქართველოს გარე ოკუპანტებთან ბრძოლაში. ამასთან, მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის ნატო-ში გაწევრიანებას. გვწამს, რომ საქართველო ამისათვის მზად არის.”
ასევე, წვეულების ფარგლებში, გაიმართა 4 ივლისის საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს“, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვებზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები