კოჯრის გზატკეცილზე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში კოჯრის გზატკეცილზე გადამოწმებული ავტომანქანის ძარაზე, 20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე მორი იყო განთავსებული.
ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 1282 მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. ავტომანქანა დაილუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები