აწყურში, სამშენებლო ობიექტზე, დენის დარტყმის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი იყო, მას მშენებარე ობიექტზე დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები