სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება დაიხურა

სასჯელაღსრულების ნომერ მეშვიდე დაწესებულება დაიხურა. დაწესებულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დახურა.
მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
„სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მონიტორინგის წევრების ანგარიშებში იყო მოხვედრილი ეს დაწესებულება, როგორც ერთ-ერთი ძალიან ცუდი დაწესებულება. ბოლოს, როდესაც CPT იყო ჩამოსული საქართველოში, იმანაც აღნიშნა საკუთარ დასკვნაში, რომ ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს რაც შეიძლება მალე. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახდინეთ სწრაფი დახურვა, სანამ ახალ დაწესებულებას არ ავაშენებდით, მაგრამ გავაუქმეთ ქვედა სართულები, სადაც პრაქტიკულად ჰაერი არ შემოდიოდა. ბოლოს ჩვენ აქ გვყავდა ცხრა ადამიანი ზედა სართულებზე და დღეს ეს ცხრა ადამიანიც გადაყვანილია ევროპული სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში. იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ტიპის დაწესებულებები აღარ იარსებებს”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, პატიმრები აღნიშნული დაწესებულებიდან ახალ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 25 პატიმარზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები