კობა დავითაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს და სააკაშვილთან ერთად, პირდაპირ ეთერში დებატებს ითხოვს

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ნიკა გვარამიას, სააკაშვილთან ერთად, პირდაპირ ეთერს სთხოვს.
„ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რატომ უნდა გამემხილა გინდაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმა მომემზადებინა, რა დებილი ხომ არ ვარო. მინდა ვუთხრა – მიშა შენთვის დიდი მოულოდნელობით, მაგრამ დებილი ხარ! და არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე და გეტყვი თუნდაც ამ შენი გამოსვლის დროს ჩაიდინე სიდებილე, ერთი დანაშაულის დაფარვის დროს, მეორე დანაშაული აღიარე. ის, რომ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებდი. დებილი ხარ, აბა რა ხარ! და ამიტომ, რაციონალური არგუმენტი, რომ დებილი ხომ არ ვარ და სისულელეს ხომ არ ჩავიდენდი, – შენზე არ ვრცელდება, იმიტომ, რომ უამრავი სისულელე გაქვს ჩადენილი და 7 ნოემბერი ერთი დიდი სისულელე იყო“, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ „რუსთავი 2 „- ის ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
“გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ ძალიან საინტერესო დიალოგი გამართეს ერთმანეთში, როდესაც ნიკა გვარამია – გენპროკურორის მოადგილე იმ დროს – ეუბნებოდა სააკაშვილს – პრეზიდენტს იმ დროს, – ეუბნებოდა, რატომ არ გამოიძიეთ საქმეებიო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია. შიზოფრენია სალანძღავი სიტყვა არ არის. ეს არის პიროვნების გაორება. ბატონ გვარამიას დაავიწყდა, რომ თვითონ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ვალერი გელაშვილის ამბავიც, ჩემი ამბავიც – მისი გამოსაძიებელი იყო და გვარამია ეკითხებოდა სააკაშვილს რატომ არ გამოვიძიეთო. ბოლოს, ეს ორი ვაჟკაცი შეთანხმდა, რომ ჩვენი ბრალი არაფერი არ არის და ერთადერთი ქალი ეჯდათ სტუდიაში ეკა კვესიტაძე და შენი ქმრის ბრალია ყველაფერიო, უთხრეს. მის მეუღლეს თავის პრობლემები აქვს, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო და მის ფუნქციებში არაფრის გამოძიება და რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა. სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. მინდა მივმართო ბატონ გვარამიას – ბატონო ნიკა, თუ თქვენ ამნეზია გჭირთ და აღარ გახსოვთ, რომ პროკურორის მოადგილე იყავით და თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო გელაშვილის და ჩემზე თავდასხმების გამოძიება – და გახსოვთ მხოლოდ ის, რომ დღეს დიდებული ჟურნალისტი ბრძანდებით – მინიმალური ჟურნალისტური სტანდარტი დაიცავით და როდესაც ბატონი სააკაშვილი გამოდის და ცრუობს ჩემთან მიმართებით – კეთილი ინებეთ და მომეცით იგივე შესაძლებლობა, თქვენი ტელევიზიით გამოვიდე და პასუხი გავცე ბატონ სააკაშვილს და თუ მას არ შეეშინდება, ჩაერთოს თავისი ამსტერდამიდან. იმიტომ, რომ რაც მან ისაუბრა, არის სრული სიცრუე“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილზე 2006 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები