მამუკა ბახტაძე: მინდა ყველა მომავალ სტუდენტს მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მომავალ სტუდენტებს წარმატებას და სასურველ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას უსურვებს.
ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა ყველა მომავალ სტუდენტს მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, გისურვოთ წარმატება და თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებებზე სწავლის გაგრძელება. განათლება ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტია. შესაბამისად, განათლების ხარისხი, ისევე, როგორც განათლების მიღებისათვის და გამოცდებისათვის აუცილებელი გარემო, ყოველ მომდევნო წელს იქნება უკეთესი. გისურვებთ წარმატებას!“, – წერს მამუკა ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები