სკოლებში ნარკოტიკების მოხმარება, აზარტული თამაშები – რა დარღვევებს ასაჯაროებს განათლების სამინისტრო

„14 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებში რამდენიმე სახის დარღვევა იკვეთება, მათ შორის – აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობა, თამბაქოს მოხმარება და თანხის შეგროვება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბულინგთან ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს სტრატეგია წარადგინა.
ამასთან, ლია გიგაურის ინფორმაციით, სხვადასხვა სკოლის შენობაში დაფიქსირდა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 1-2 შემთხვევაც.
თუმცა, გიგაური აცხადებს, რომ ასეთი დარღვევების გამოვლინების დროს, მშობლებმა სკოლაში ექიმის მიერ დანიშნული ცნობები მოიტანეს.
“ცალკე გამოვყავით დარღვევები, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა და ესენია – აზარტული თამაშები და ეს ეხება როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ასევე ბანქოს, ასევე გამოიკვეთა აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობები და თამბაქოს მოხმარება, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა თანხის შეგროვების, იყო ასევე მოსწავლეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 1 და 2 შემთხვევა, თუმცა ამ ფაქტების შემდეგ მშობლებმა სკოლებში მოიტანეს ცნობები, რომ აბები, რომელსაც ბავშვები ფლობდნენ, ექიმის მიერ იყო დანიშნული. მოცემული გვაქვს ასევე ინვენტარის დაზიანების შემთხვევები. ყველა შემთხვევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, სკოლის პერიმეტრის შიგნით, ან სკოლის ეზოში არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები