2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოკამერებით აღიჭურვება

2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოკამერებით აღიჭურვება, აღნიშნულის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის უკვე 11 მილიონი ლარი გამოიყო.
“სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, – განაცხადა გიგაურმა.
ამასთან, მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაც იგეგმება.
“იმ სკოლებში, სადაც შესაძლებელია, სასკოლო სივრცეში იქნება დახაზული მინი ქუჩები და საგზაო ნიშნები, რომ მოსწავლეებმა ამასაც მიაქციონ ყურადღება. სკოლის უსაფრთხოების სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია და გავრცელებულია სკოლებში“, – განაცხადა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები