სკრინინგის მუნიციპალური პროგრამების შესახებ აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს ინფორმაცია მიეწოდათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ საგამოცდო დღეს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის N175, N173, N39, N177, N207 საჯარო სკოლებში მოწყობილი საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე აბიტურიენტების მშობლებსა და გულშემატკივრებს სასმელი წყალი და სკრინინგის უფასო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბეჭდური მასალა დაურიგეს.
აქციაზე განსაკუთრებულად დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა: სკრინინგის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ასაკობრივი კრიტერიუმები, რამდენად ვრცელდება აღნიშნული პროგრამა რეგიონში რეგისტრირებულთათვის, პროგრამაში ჩართვისა და გამოკვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი პროცედურები და ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობები.
აქცია მიმართულია დაავადებათა სკრინინგის პროგრამის თაობაზე ცნობიერების ამაღლებისკენ და იმ უფასო გამოკვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის გზით სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია, რაც მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები