კასპის სამედიცინო ცენტრში 31 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

შპს ,,მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრში, 31 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. იგი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეაში ცხოვრობდა და მისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო.
ექიმების ცნობით, ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის, საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები