ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტთა 4 % არ გამოცხადდა, სამს კი დააგვიანდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტთა 4 პროცენტი არ გამოცხადდა, სამმა კი დაიგვიანა – ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაგვიანების შემთხვევა თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა.
„დღეს უნდა გამოცხადებულიყო 9 ათას 35 აბიტურიენტი, სამწუხაროდ 4%, ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე, ისინი გამოეთიშებიან კონკურსს.
ასევე, გვაქვს დაგვიანების შემთხვევა 3 თბილისში და ერთი ქუთაისში, ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ.
ცნობისათვის, წელს აბიტურიენტების დიდ ნაწილს გამოცდის ჩაბარება ისეთ დარბაზში უწევს, სადაც კონდიცირება არ ხდება, თუმცა ტესტირების პარალელურად, ამ შენობების გაგრილების სისტემებით აღჭურვა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
წელს სიცხის გამო გამოცდების განრიგი შეიცვალა. გამოცდების ჩაბარების წესში მცირე ცვლილებაც შევიდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები