ქუთაისი-დორტმუნდის რეისი, პროგრამული ხარვეზის გამო, ვერ შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WIZZAIR-ის ერთ-ერთი რეისი ქუთაისი-დორტმუნდი ამ დრომდე არ შესრულებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიაში აცხადებენ, რომ ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, პროგრამული ხარვეზის გამო, თვითმფრინავი აფრენამდე სადგომზე დაბრუნდა.
“მგზავრთა საყურადღებოდ!
ავიაკომპანია “ვიზეარის” რეისი ქუთაისი – დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე.
ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც, გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას”,-ნათქვამია WIZZAIR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მგზავრები აცხადებენ, ისინი უკვე საკუთარ ადგილებზე ისხდნენ, თვითმფრინავი დაძრული იყო და ასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც დაკვამლიანება შენიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები