მიხეილ ჩხენკელი: მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„2-5 ივლისის ჩათვლით არის მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში. ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ცენტრში. წელს პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები