რამდენიმე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერებს ამონტაჟებენ

საჯარო სკოლებში განთავსებულ რამდენიმე საგამოცდო ცენტრში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად კი, ამ დროისთვის კონდიციონერების მონტაჟი ხორციელდება თბილისის 103-ე და 175-ე სკოლებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში, ასევე, ზუგდიდის მეორე სკოლაში.
„ამ ეტაპზე, სპეცსისტემები სამ სკოლაში მონტაჟდება. შერჩევის კრიტერიუმი ორია – ტემპერატურული რისკები და ის, რომ ყველა სკოლას არ აქვს საშუალება, ელექტრომამარაგების სიმძლავრეებით უზრუნველყოს ყველა ოთახში კონდიცირების სისტემის მუშაობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხდება დამონტაჟება იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალებაა“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები