ილია მეორე: შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ და თანადავუდგეთ ერთმანეთს

“შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ და თანადავუდგეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ემსახურებიან. არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. ისინი სხვისთვის არიან დაბადებული. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს და თანადავუდგეთ ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრია შემთხვევა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ თავი გადაირჩინონ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი და წყალობა, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები