ურეკში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო

ურეკში, ზღვაში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. მაშველებმა მასთან ერთად შესული ორი თანატოლის გადარჩენა მოახერხეს. უფრო კონკრეტულად კი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან, უვნებლად არიან​ გამოყვანილი 10 და 16 წლის მოზარდები. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე, 13 წლის მოზარდიც, რომლის ცხედარიც მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს.
დაღუპული მოზარდი ცეკვის ანსამბლის წევრი იყო. ის ანსამბლის წევრებთან ერთად, ურეკში სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები