ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამი შესახვევი და თიგიშვილის პირველი შესახვევი კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამ შესახვევში, ასევე, თიგიშვილის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევების ქანობიან მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო, ძირითად ნაწილზე კი ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზა ასევე, მოასფალტდა ჯავისა და თიგიშვილის პირველ შესახვევებში. ​თიგიშვილის შესახვევში, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და გზის დამჭერი ორი საყრდენი კედელი აშენდა.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„ქანობიანი რელიეფის გამო, გზის რეაბილიტაცია ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევებში განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა. რაიონის გამგეობამ ჯავის პირველი, მე-2 და მე-3 შესახვევები კაპიტალურად შეაკეთა და მოსახლეობა უკვე რეაბილიტირებული გზით სარგებლობს. მომდევნო წელს საგზაო ინფრასტრუქტურას ჯავის ქუჩის სხვა შესახვევებშიც მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
აღნიშნული პროექტებით, გზის საფარი სულ 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 337 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები