დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის – 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან. ამის შესახებ „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2019 წლის 1 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. 1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება;
გ) 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბური სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება;
დ) 2019 წ. 1 იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი, 80 ხაზით. მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებგვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს საშუალება აქვს, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, დაგეგმოს ვიზიტი, მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას“, – აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები